დაბრუნება და შეცვლა
კანონისმიერი გარანტია
თუ ნივთი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის შეცვლა, ფასის შემცირება)ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
საქონლის შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელმა მოვაჭრეს თავდაპირველად უნდა მოსთხოვოს საქონლის შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- შეკვეთისას მიუთითეთ მიწოდების მეთოდი
2. თქვენ მიიღებთ შეკვეთის დადასტურების შეტყობინებას
3. დაელოდეთ თქვენი შეკვეთის ჩამოსვლას
4. აიღეთ თქვენი ამანათი შეკვეთის ზონაში
მცირე ნივთები
სტანდარტული მიწოდება მიიღეთ 3-5 სამუშაო დღეში | |
---|---|
200₾-ზე მეტი შეკვეთები: მიწოდება მთელი დღის განმავლობაში. შეუკვეთეთ ნებისმიერ დროს: | FREE |
შეკვეთები 100₾-მდე: მიწოდება მთელი დღის განმავლობაში. შეუკვეთეთ ნებისმიერ დროს: | $5 |
მიწოდება მე-2 დღეს: მიიღეთ მე-2 დღეს, კვირაში 7-ჯერ | |
---|---|
მიწოდება მთელი დღის განმავლობაში. შეუკვეთეთ საღამოს 9 საათამდე. | $5 |
სამუშაო დღეები 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შეუკვეთეთ საღამოს 9 საათამდე. | $10 |
რას ვგულისხმობთ მცირე ნივთში? თითქმის ყველაფერი, გარდა ძირითადი სამზარეულოს/სამრეცხაო ტექნიკისა და 43 დიუმზე მეტი ტელევიზორებისა.
დიდი ნივთები
სტანდარტული მიწოდება მიიღეთ 2-3 სამუშაო დღეში | |
---|---|
მიწოდება მთელი დღის განმავლობაში დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე. შეუკვეთეთ ნებისმიერ დროს: | From $20 |
აირჩიეთ დროის მონაკვეთი 10:00 - 11:00, 9:00 - 13:00, 11:00 - 15:00, 13:00 - 17:00. შეუკვეთეთ ნებისმიერ დროს: | From $35 |
მიწოდება მეორე დღეს სამუშაო დღეებში | |
---|---|
მიწოდება მთელი დღის განმავლობაში დილის 10-დან საღამოს 8-მდე. შეუკვეთეთ საღამოს 7 საათამდე: | From $30 |
აირჩიეთ დროის მონაკვეთი 10:00 - 11:00, 9:00 - 13:00, 11:00 - 15:00, 13:00 - 17:00. შეუკვეთეთ საღამოს 7 საათამდე: | From $45 |
დიდი ნივთი. ძირითადი ტექნიკა, როგორიცაა ჭურჭლის სარეცხი მანქანები, სარეცხი მანქანები, საშრობი მანქანები, მაცივრები, საყინულეები, ღუმელები და ტელევიზორები 43 დიუმზე მეტი.
საქონლის გაცვლა ან დაბრუნება
იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
საქონელი შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
ნაკლის მქონე პროდუქციაზე ნაკლის აღმოფხვრა ან შეცვლა/უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება მომხმარებელს აქვს ნაკლის მქონე საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 2 წლის ვადაში. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ ეს შესაძლებელია საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
-
- საქონლის შეცვლა შეუძლებელია, თუ;
- მომხმარებელს არ აქვს სურვილი გადაცვალოს საქონელი ნებისმიერ სხვა იმავე ან მეტი ღირებულების პროდუქციაში (თანხის სხვაობას მომხმარებელი თავად ამატებს);
- მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
- მოვაჭრის მიერ საქონლის შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს დასაბრუნებელი თანხა გადაურიცხოს სრულად მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, არაუგვიანეს მიმართვიდან 5 სამუშაო დღისა.
კანონისმიერი გარანტია არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე.
გთხოვთ, გაითვალისწონოთ:
- განვადებით შეძენის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბანკის პოლიტიკა შეცვლის/დაბრუნების პრიობები;
- მაღაზიას უნდა მიმართოს უშუალოდ იმ პირმა, ვის მიერაც გაკეთდა შენაძენი, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გადახდის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი;
- მომხმარებელმა შეცვლის/დაბრუნების მოთხოვნით უნდა მიმართოს მაღაზიის მენეჯერს/კოორდინატორს;
- თანხა დაბრუნდება იმ პიროვბნების/მოქალაქის საბანკო ანგარიშზე, ვისი სახელითაც მოხდა შენაძენის გაკეთება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომპანიასა და მოხმარებელს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება;
- მომხმარებელს დაუბრუნდება მის მიერ შეძენის მომენტში გადახდილი თანხის ზუსტი ოდენობა;
- შეძენისას მიღებული საჩუქრები, ვაუჩერები და სხვა ნივთები უნდა დაბრუნდეს საქონელთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ღირებულება გამოაკლდება დასაბრუნებელ თანხას. საჩუქრების ღირებულებად ჩაითვლება მოვაჭრის ქსელში აღნიშნული ნივთის მიმდინარე ღირებულება
ნივთის შეცვლა/დაბრუნება არ მოხდება თუ:
- საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან;