პერსონალური მონაცემების პოლიტიკა

კომპანია ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისათვის:

  • შეკვეთების მიღება და დამუშავება;
  • მომსახურებისა და დისტანციური შერთანხმების, ანგარიშებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მომზადება, დადება და გაგზავნა;
  • სასარგებლო ინფორმაციისა და სპეციალური შეთავაზებების დაგზავნა;
  • კომპანიის რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;
  • ბაზრის სტატისტიკა და ანალიტიკა;
  • პერსონალის მოძიება და მართვა;

კომპანია ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგ საფუძველზე:

  • კომპანიის რესურსებისა და ელექტრონული მომსახურების გამოყენება;
  • პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობა;
  • დისტანციური შეთანხმებების დადება;
  • ნორმატიულ აქტებში დადგენილი იურიდიული ვალდებულებები;
  • პერსონალური მონაცემების სუბიექტების ინეტერესების დაცვა;
  • შესყიდვების ანალიზი და სტატისტიკა ინდივიდუალური შეთავაზებებისათვის;
  • შეკვეთების დამუშავება და გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდით;

პერსონალური მონაცემების დაცვა მესამე პირების წვდომისაგან:

  • კომპანია ზრუნავს პერსონალური მონაცემების დაცვაზე და იცავს მყიდველის კონფიდენციალურობას რეგლამენტსა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ სხვა, გამოყენებადი ნორმატიული აქტებში ასახული დებულებების შესაბამისად;
  • კომპანია მიმართავს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ფიზიკურ და უსაფრთხოების სხვა ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება კომპანიაში ხორციელდება პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალურობის აუცილებელი უსაფრთხოების, მათ შორის, არასანქციონირებული და უკანონო დამუშავებისგან პერსონალური მონაცემების, ასევე, შემთხვევითი დაკარგვის, გაფუჭებისა თუ განადგურებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად;
  • როგორც კი ცნობილი გახდება პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის შესახებ, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მომხდარის შესახებ საზედამხედველო ორგანოებს;
  • წინამდებარე ურთიერთობის მიზნებისთვის „კომპანია“ წარმოადგენს „მაიტექნიკას“ ვებ-პლატფორმის „მომხმარებლების“ პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელ პირს;

პეროსნალური მონაცემების შენახვის ვადა:

  • პერონალური მონაცემების შენახვა ხდება მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გაუქმებამდე;

მომხმარებლის დათქმა პერონალური მონაცემების გამოყენებაზე:

  • „მომხმარებელი“ „სისტემაში“ რეგისტრაციით, თანხმობას აცხადებს, მომხმარებლისათვის“ ინფორმაციის მიწოდების, მიერ „მომხმარებლისათვის“ გაწეულ მომსახურებასთან, მიწოდებულ პროდუქციასთან, „კომპანიაში“დანერგილ სიახლეებთან და სპეციალურ შეთავაზებებთან დაკავშირებით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მიიღოს, შეინახოს და დაამუშავოს რეგისტრაციის პროცესში „მომხმარებლის“ მონაცემები („მომხმარებლის“ სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.). აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება „მომხმარებლის“ მიერ „სისტემაში“ რეგისტრაციის პროცესის დასრულებისას და მოცემულ წესზე ელექტრონული ხელმოწერის შემდგომ;
  • „მომხმარებელი“/სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ფიზიკური პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს „კომპანიას“ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით – ქოლ ცენტრში დარეკვით: 597 67 64 28, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით. თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასეთ დროს „კომპანია“ ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი;
  • წინამდებარე თანხმობით მე, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი წინასწარ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ვანიჭებ შ.პ.ს „მაიტექნიკას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 62009002221 როგორც  „მაიტექნიკას“ ვებ-აპლიკაციის „მომხმარებლების“ პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელ პირს, „მომხმარებლისათვის“ ინფორმაციის მიწოდების, „მომხმარებლისათვის“ გაწეულ მომსახურებასთან, მიწოდებულ პროდუქციასთან, „კომპანიაში“, „ დანერგილ სიახლეებთან და სპეციალურ შეთავაზებებთან დაკავშირებით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დაამუშავოს ჩემი პერსონალური მონაცემები. ამასთან,ასეთ შემთხვევაში, თანახმა ვარ, „მაიტექნიკას“-ს მიერ ხსენებული მონაცემების შენახვა განხორციელდეს კომპანიის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული ვადით ან იმ ვადამდე, სანამ ჩემი მხრიდან არ მოხდება სხვაგვარი მითითება წინამდებარე დოკუმენტითა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
  • წინამდებარე თანხმობით ვაცხადებ, რომ ინფორმირებული ვარ, ჩემი, როგორც მონაცემთა სუბიექტის კანონმდებლობით – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მონიჭებული უფლებების, კერძოდ, მონაცემთა დამმუშავებლისგან ჩემი მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის და განადგურების თაობაზე, კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით – ქოლ ცენტრში დარეკვით: 597 67 64 28, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;